ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ეუთოს წინაშე ცხინვალის რეგიონის თაობაზე მოხსენებით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 29 ივლისს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული სიტუაციის თაობაზე მოხსენებით გამოვა.


ოფიციალური ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიმართავს ეუთოს თხოვნით გაზარდოს ორგანიზაციის როლი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ ეუთოს დამკვირვებლებმა როკის გვირაბის და ჯავის რაიონის მონიტორინგი განახორციელონ.


საქართველო რუსეთს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში როკის გვირაბის გავლით იარაღის შეტანაში ადანაშაულებს, მაშინ როცა ჯავის რაიონი სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული დაჯგუფებების პლაცდარმს წარმოადგენს.


ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი  წარმომადგენელი ჟელიუ ჟელევი 27 ივლისს ცხინვალის რეგიონს ესტუმრა და დე ფაქტო ხელისუფლებასთან გამართა მოლაპარაკებები. 26 ივლისს იგი ასევე შეხვდა ქვეყნის ხელმძღვანელობას თბილისში.


ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა მოუწოდა მხარეებს დიალოგის გზით მოაგვარონ პრობლემები. მისი თქმით, მთავარი ამოცანა კონფლიქტის ზონიდან იარაღის გამოტანაა, რათა თავიდან იქნას აცილებული შეიარაღებული კონფლიქტის განახლება. 
 


 

მსგავსი/Related

Back to top button