ახალი ამბები

საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები გამართეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ისრაელში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, თავის კოლეგასთან მოშე კაცავთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ისრაელში ემიგრირებულ ქართველ ებრაელებს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭოს.


მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერობლივ ბრიფინგზე მოშე კაცავმა განაცხადა, რომ ისრაელი თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელი დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაში.


დღესვე პრეზიდენტი სააკაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს შეხვდება.    

მსგავსი/Related

Back to top button