ახალი ამბები

აშშ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებას უჭერს მხარს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ელიზაბეთ ჯოუნსმა 30 ივლისს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში.


“საქართველო ამერიკის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს ტერორიზმთან ბრძოლაში. ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში. იმედი გვაქვს,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური გზით აღდგება“, განაცხადა ელიზაბეთ ჯოუნსმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძემ მადლობა მოუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიმშვიდე და სტაბილურობა შეინარჩუნოს რეგიონში.


“ქართული მხარე არ აყვება პროვოკაციებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიტუაცია უმართავი არ გახდეს“, განაცხადა ბურჯანაძემ.

მსგავსი/Related

Back to top button