ახალი ამბები

ევროკომისია საქართველოს პარლამენტს 700 ათას ევროს გამოუყოფს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოსა და სომხეთში ტორბენ ჰოლცეს შეხვდა.


შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკომისია გეგმავს 700 000 ევრო გამოუყოს საქართველოს პარლამენტს.


თანხის ძირითადი ნაწილი ქართველ პარლამენტართა კვალიფიკაციის ამაღლებასა და საკანონმდებლო ორგანოს ტექნიკურ აღჭურვას მოხმარდება.

მსგავსი/Related

Back to top button