We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 29 ივლისს ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიემგზავრება, სადაც იგი სამთავრობოთაშორისო ეკონომიკურ სხდომას დაესწრება.


სავარაუდოდ, ვიზიტის ფარგლებში მხარეები ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.


ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს მის კოლეგასთან ვიქტორ იანუკოვიჩთან და უკრაინის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.


 

Back to top button