ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა და BP-ის ხელმძღვანელმა ნავთობსადენზე ისაუბრეს

28 ივლისს ბრიტანული გაზეთის “გარდიანის” ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა და “ბრითიშ პეტროლიუმის” (BP-ის) აღმასრულებელმა დირექტორმა ლორდ ბრაუნმა განიხილეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის ირგვლივ შექმნილი პრობლემები, კერძოდ კი ბორჯომის მონაკვეთზე მშენებლობის შეჩერების საკითხები.


ლორდ ბრაუნის განცხადებით, მშენებლობის დროს წარმოიშვა გარკვეული “უსაფრთხოების” პრობლემები. BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პრეზიდენტისგან მიიღო გარანტიები მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.


ნავთობსადენის მშენებლობა 22 ივლისს, მას შემდეგ შეჩერდა ბორჯომის ხეობის ეკოლოგიურად ფეთქებადსაშიშ 17 კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ კომპანია BP-ის უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება მოსთხოვა.


BP-ი სათავეში უდგას საერთაშორისო კონსორციუმს, რომელიც აწარმოებს იმ ნავთობსადენის მშენებლობას, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული ნავთობი საქართველოსა და ხმელთაშუა ზღვის თურქული პორტის, ჯეიჰანის გავლით დასავლეთის ბაზარზე უნდა გავიდეს. 

მსგავსი/Related

Back to top button