ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქეს წინასაწრი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს ვიაჩესლავ კუზნეცოვს, რომელიც ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 22 ივლისს დააკავა, წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.


ვიაჩესლავ კუზნეცოვს, “რუს კაზაკთა კავშირის” ერთ-ერთ ლიდერს, რუსეთ-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება ბრალი.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ მალავს, რომ რუსეთიდან ცხინვალში ოსი შეიარაღებული დაჯგუფებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით ათობით კაზაკი ჩავიდა რეგიონში კონფლიქტის გამწვავების პერიოდში.  


 


 

Back to top button