ახალი ამბები

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში იმყოფება

რუსული მედიის ცნობით, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 26 ივლისს მოსკოვს ეწვია.


იგი მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში “სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების შესახებ“, რომელიც 27 ივლისს გაზეთ “იზვესტიას“ რედაქციაში გაიმართება.


სხვა დეტალები კოკოითის მოსკოვში ვიზიტის შესახებ უცნობია.  


 

მსგავსი/Related

Back to top button