ახალი ამბები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრანიკ მარგარიანი 25 ივლისს საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.


იგი თავის კოლეგასთან ზურაბ ჟვანიასთან, პრეზიდენტ სააკაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.


სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ასევე დაგეგმილია ეკონომიკურ საკითხებზე ორმხრივი სამთავრობო კომისიის სხდომა.


გასულ კვირას სომხეთს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სტუმრობდა.

მსგავსი/Related

Back to top button