ახალი ამბები

ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას ითხოვენ

ოპოზიციონერმა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა და მათმა მხარდამჭერებმა 23 ივლისს რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს.


ისინი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას მოითხოვდნენ, რადგანაც “ისინი არ უწყობენ ხელს კონფლიქტების მოგვარებას“ საქართველოში.


“საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში რუსული მხარე მხოლოდ კონფლიქტის გაღრმავებას უწყობს ხელს “, განაცხადა კობა დავითაშვილმა 23 ივლისს.


ისინი ასევე მიმართავენ პრეზიდენტ სააკაშვილს თხოვნით, მოახდინოს 1992 წელს ე.წ დაგომისის ხელშეკრულების დენონსაცია, რომელსაც ხელი მაშინდელმა პრეზიდენტებმა შევარდნაძემ და ელცინმა მოაწერეს და რომელიც ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალებისთვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.



 

მსგავსი/Related

Back to top button