ახალი ამბები

კოფი ანანი გაეროს მისიის მანდატის გაგრძელებაზე საუბრობს

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი უშიშროების საბჭოს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის 6 თვით გაგრძელების თაობაზე რეკომენდაციას აძლევს.


“მიუხედავად გარკვეული სახის თანამშრომლობისა ორ [ქართულ და აფხაზურ] მხარეს შორის, მთავარ საკითხებზე არსებითი დიალოგი არ შემდგარა“, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა თავის უკანასკნელ მოხსენებაში, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებულ სიტუაციას შეეხო.


კოფი ანანი მიესალმება მოლაპარაკებებს უსაფრთხოების გარანტიებზე და დევნილთა დაბრუნებაზე, თუმცა შიშობს, რომ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტის გარეშე სიტუაცია კონფლიქტის ზონაში არ მოგვარდება.


გაეროს გენერალური მდივანი მოუწოდებს აფხაზურ მხარეს შეუშვას გაეროს სამოქალაქო პოლიციის წარმომადგენლები აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, როგორც ეს ადრე იყო შეთანხმებული.


იგი ასევე მოუწოდებს აფხაზურ მხარეს კონსტრუქციულად უპასუხოს საქართველოს ახალი ხელისუფლების შემოთავაზებას ნებისმიერ საკამათო საკითხზე დიალოგის გამართვის თაობაზე. 

მსგავსი/Related

Back to top button