ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი დიპლომატიურ კორპუსს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დღეს კანცელარიაში საქართველოში აკრედიტირებული ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
 
შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ე.წ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.
 
საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიურ კორპუსს ბოლო პერიოდში ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკვე მეორედ ხვდება.
 
8 ივლისს, მაშინ როდესაც ცხინვალის რეგიონში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, დიპლომატიურ კორპუსს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია შეხვდა. თითქმის შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მისული სიტუაცია მაშინ სწორედ საერთაშორისო საზოგადოებრიობის აქტიური მხარდაჭერის შედეგად განიმუხტა.  


 

მსგავსი/Related

Back to top button