ახალი ამბები

კონფლიქტის ზონაში ჩრდილო ოსურ სამშვიდობო ძალებში როტაცია განხორციელდა

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დღეს ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ძალებში სამხედრო ტექნიკის როტაცია მოხდა. ამის შესახებ, დღეს, ჟურნალისტებს ქართული სამშვიდობო ძალების სარდლის მოადგილემ მიხეილ ქებაძემ განუცხადა.
 
მისი თქმით, კონფლიქტის ზონაში 17 BMP-ს ტიპის სამხედრო მანქანა და 18 ჯავშანტექნიკა შეიყვანეს. არსებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს ახალი 40 ერთეული სამხედრო ტექნიკის შემოყვანა და იგივე რაოდენობის მოძველებული ტექნიკის გაყვანა. 


როტაციის პროცესის ეუთოს დამკვირვებლებიც ადევნებენ თვალს.  
 

მსგავსი/Related

Back to top button