ახალი ამბები

ხავიერ სოლანა მიესალმება საქართველოში “კანონის უზენაესობის“ მისიის დაწყებას

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანამ 22 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი მიესალმება ქვეყანაში “კანონის უზენაესობის“ მისიის დაწყებას.


“მოხარული ვარ, რომ “კანონის უზენაესობის“ მისია დღეს [22 ივლისს] იწყებს თბილისში მუშაობას. ევროკავშირი სრულ მზადყოფნას გამოხატავს დაეხმაროს საქართველოს რეფორმების გატარებაში. წინ გრძელი და რთული გზა გელით, თუმცა, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იქონიოთ ევროკავშირის დახმარების იმედი“, ნათქვამია წერილში.


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა “კანონის უზენაესობის“ ჯანსაღი სისტემის აუცილებლობა და დასძინა „ეს არის გასაღები სტაბილურობისა და ზრდის უზრუნველსაყოფად“.  


ევროკავშირის ინიციატივით საქართველოში “კანონის უზენაესობის” 10 კაციანი მისია 22 ივლისს შეუდგა მუშაობას. ევროკავშირის ამ უპრეცედენტო მისიის მიზანია დაეხმაროს საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში რეფორმების გატარების საქმეში. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ევროგაერთიანება ამ ტიპის დახმარებას გაუწევს.


 

მსგავსი/Related

Back to top button