ახალი ამბები

“გაზექსპორტმა“დავალიანების გამო “თბილგაზს“ გაზის მიწოდება შეუმცირა

რუსულმა კომპანია “გაზექსპორტმა“, რომელიც “გაზპრომს“ ექვემდებარება, თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანია “თბილგაზს“ 10 მლნ აშშ დოლარის დავალიანების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუმცირა.
 
ამ დროისთვის თბილისს დღე-ღამეში 370 ათასის ნაცვლად 200 ათასი კუბამეტრი გაზი მოეწოდება. ბურებრივი აირის მიწოდება შეუწყდა თბილისის ვარკეთილის, ვაზისუბნის, ჩუღურეთის, თემქისა და გლადანის დასახლებებს. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” “თბილგაზის” პრეს-სამსახურში აცნობეს.
 
ამჟამად “თბილგაზის” ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ “გაზპრომთან” დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის თაობაზე, რის შემდეგაც შესაძლოა გაზის მოწოდება სრული დატვირთვით აღდგეს.
 
თავის მხრივ “თბილგაზი“ ურჩ გადამხდელებს, რომელთა დავალიანება 500 ლარს აღემატება, გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.

მსგავსი/Related

Back to top button