ახალი ამბები

თბილისის მტკიცებით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დამატებითი იარაღი შევიდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 ივლისს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელიც რუსეთიდან სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დამატებითი იარაღის შემოტანის საკითხს მიეძღვნა. 



“ჩვენ რუსეთიდან საბრძოლო ტექნიკის შემოტანის აღკვეთის სამოქმედო გეგმა განვიხილეთ”,  განუცხადა სხდომის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა გივი იუკურიძემ ჟურნალისტებს. 



ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღება კონფლიქტის ზონაში როკის გვირაბის გავლით შევიდა.

მსგავსი/Related

Back to top button