ახალი ამბები

სოჭის შეხვედრით მხარეები კმაყოფილნი არიან

სოჭში გამართული ოთხმხრივი შეხვედრით აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით კმაყოფილია სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა და აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრები პროცესს ადგილიდან დაძრავს.
 
“ეს პროცესი არა მარტო გალის რაიონში, არამედ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა გავრცელდეს“, განაცხდა დღეს სოჭში მყოფმა გოგა ხაინდრავამ.
 
“ასეთი შეხვედრებით ჩვენ შევძლებთ გზების მოძიებას საკითხის მოგვარებისკენ“, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საქართველოსი ჰეიდი ტალიავინმა.
 
დღევანდელი შეხვედრა სოჭში გაეროს ეგიდით გაიმართა და მას საქართველოს, რუსეთის და თვითაღიარებული აფხაზეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას პრეზიდენტის პირადი მრჩეველი, ასტამურ ტანია წარმოადგენდა შეხვედრაზე.

მსგავსი/Related

Back to top button