ახალი ამბები

უშიშროების სამინისტრო: კოკოითს ჩრდილოეთ ოსეთში ჩამოწერილი საბრძოლო ტექნიკა შემოაქვს

საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ჩრდილოეთ ოსეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებიდან ჩამოწერილი იარაღის ჩამოტანით და მოსახლეობაში მისი დარიგებით არის დაკავებული.
 
“სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ამ იარაღს ჯერ დაარიგებს, ხოლო შემდეგ მის ამოღებას დაიწყებს და ანალოგიური ქმედების გაკეთებას მოსთხოვს ქართულ მხარესაც. ეს არის ამ ღონისძიების მიზანი და დე ფაქტო პრეზიდენტის იაფფასიანი ავატიურა“, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ.
 
მისი თქმით, ჩამოწერილ იარაღში შედის ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკა.

მსგავსი/Related

Back to top button