ახალი ამბები

პრივატიზაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა

ეკონომიკის სამინისტროს შენობის წინ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა. აქციის მონაწილეები საყოველთაო პრივატიზაციის წინააღმდეგ გამოდიან.
 
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ  გასულ კვირას გამოაქვეყნა, სადაც 372 ობიექტია შეტანილი. “ეს არ არის სრული სია, ამ ობიექტების პრივატიზება პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს“, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე.
 
დღეს აქციის მონაწილეებთან შეხვედრა სცადა კახა ბენდუქიძემ, თუმცა დიალოგი არ შედგა.


აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები მინისტრის თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეწყდება “საქართველოს გაყიდვის” პროცესი. 



 

მსგავსი/Related

Back to top button