ახალი ამბები

სერგეი ბაღაფში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა

საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობა “ამცახარამ“ და “ერთიანმა  აფხაზეთმა“, რომლებიც ერთ საარჩევნო ბლოკში ერთიანდებიან, 2004 წლის 3 ოქტომბერს დანიშნულ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად  კომპანია “ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი სერგეი ბაღაფში დაასახელა.


ამის შესახებ აფხაზურ საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესს” ამ საარჩევნო ბლოკის საკოორდინაციო საბჭოს წევრმა ნუგზარ აგრბამ 19 ივლისს აცნობა.


3 აგვისტოსთვის აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა გახდება ცნობილი.


მოძრაობა “ამცახარა“ და “ერთიანი აფხაზეთი“ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალაა.  


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ 14 ივლისის გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს დანიშნა.


 

მსგავსი/Related

Back to top button