ახალი ამბები

სოჭში ოთხმხრივ შეხვედრაზე გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების თაობაზე იმსჯელებენ

დღეს გაეროს ეგიდით სოჭში ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს, რუსეთის, თვითაღიარებული აფხაზეთის წარმომადგენლები და გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი დაესწრებიან. შეხვედრაზე მხარეები გალის რაიონში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე იმსჯელებენ.
 
ასევე დაგეგმილია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვა, რომელიც დევნილთა დაბრუნებას პირველ ეტაპზე გალის რაიონში ითვალისწინებს.
 
ქართულ მხარეს შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ეთერ ასტემიროვა და სხვა ოფიციალური პირები წარმოადგენენ.  
 
სოჭის შეხვედრა გაეროს ჟენევის ოფისში 2002 წელს გამართული შეხვედრის გაგრძელებაა. 

მსგავსი/Related

Back to top button