ახალი ამბები

ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრა იმართება

დღეს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე ქართული მხარე იმ სამი ქართველი პიროვნების უპირობო განთავისუფლების საკითხს დააყენებს, რომლებიც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 7 ივლისს აიყვანა მძევლად.
 
“მძევლების დაკავება უკანონოდ მოხდა. ჩვენ მათ იარაღში არ გავცვლით,რასაც ოსური მხარე ითხოვს. მოვითხოვთ მათ უპირობო განთავისუფლებას“, განაცხადა დღეს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებშიში გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.


მისი თქმით, საკონტროლო კომისიის შეკრებებს მუდმივი ხასიათი მანამ ექნება, სანამ ცხინვალის რეგიონში დაძაბულობაა. “ეს იქნება არა მაღალი დონის, არამედ რიგითი სამუშაო შეხვედრები. ამაზე მხარეები [ქართული, ოსური, რუსული] 15 ივლისს მოსკოვში შევთანხმდით“, დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.


მისი თქმით, დღეს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე არ იგეგმება ქართული მხარის მიერ 18 ივლისს კონფლიქტის ზონაში დაკავებული იარაღის საკითხის განხილვა. “იარაღის დაკავება სამართლიანად მოხდა და ეს უკვე სამართალდამცავების კომპეტენციის სფეროა”, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
 
ქართულმა მხარემ 18 ივლისს დაკავებულ ავტომანქანაში, რომელსაც ოსი ეროვნების მძღოლო მართავდა, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები და ტყვია-წამალი აღმოაჩინა.

მსგავსი/Related

Back to top button