ახალი ამბები

შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერით დასრულდა

15 ივლისს გვიან საღამოს მოსკოვში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) მონაწილეებმა, შემაჯამებელ პროტოკოლს მოაწერეს ხელი, რომელსაც თბილისი “შუალედურ შეთანხმებას“ უწოდებს.

შეთანხმების დებულებები, მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა გააცნო, რომელიც შსკ–ის სხდომზე რუსულ მხარეს წარმოადგენდა.

“მხარეები თანხმდებიან, რომ არ გამოიყენებენ იარაღს, ასევე ეკონომიკური და ზეწოლის სხვა ფორმებს. ეს პროტოკოლის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწილია“, განაცხადა ვალერი ლოშჩინინმა.

15 ივლისის პროტოკოლით მხარეები პირობას დებენ შეასრულონ ცხინვალში 2 ივნისს შსკ–ის სხდომაზე ხელმოწერილი შეთანხმების პირობები, რომლის მიხედვითაც ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონიდან უნდა გაიყვანოს შინაგანი ჯარების დამატებითი ქვედანაყოფები, ასევე გააუქმოს ყველა დამატებითი საგუშაგო, რომელიც კონფლიქტის ზონაში მაისის ბოლოსა და ივნისის მონაკვეთში გაიხსნა.


პროტოკოლში არ ასახულა ქართული მხარის მოთხოვნა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციისა და როკის გვირაბის ერთობლივი კონტროლის შესახებ.



 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button