ახალი ამბები

სააკაშვილს პუტინის პრაგმატიზმის იმედი მაქვს

დღეს დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში პრეზიდენტ პუტინის “პრაგმატიზმის იმედი” აქვს.
 
“საქართველოს უჭირს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების იმედი შეინარჩუნოს, მაშინ, როცა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების მეშვეობით, რომელთაც რუსეთის პასპორტები აქვთ, ცდილობენ ტერიტორიები დააკარგვინონ საქართველოს და შეუერთონ რუსეთს”, განაცხადა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში, საიდანაც პირდაპირ სტარნსლაციას აწარმოებდა ტელეკომპანია “მზე”.
 
მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება სურს რუსეთთან, აცხადებს, რომ “უკანასკნელ პერიოდში რუსეთი ცდილობს საქართველო აგრესორად წარმოაჩინოს, რაც რეალობას არ შეესაბამება”.
 
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, რომელიც მოსკოვში შერეული კომისიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომლის დროსაც მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მსგავსი/Related

Back to top button