ახალი ამბები

სასამართლომ ასლან აბაშიძის ქონება დააყადაღა

ბათუმის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის ოჯახის ქონება დააყადაღა. სასამართლომ ამის შესახებ გადაწყვეტილება 14 ივლისს გამოიტანა.


ასლან აბაშიძის ოჯახი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული 15 კომპანიის მფლობელია. მის საკუთრებაშია ასევე ორი ფეშენებელური აგარაკი დაბა მახინჯაურში და ჩოგბურთის კორტები, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, აბაშიძის ქალიშვილს, დიანა აბაშიშეს ეკუთვნის.


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აჭარის ყოფილი ლიდერის მიმართ 6 ივლისს სისხლის სამართლის საქმე აღძრა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სახელმწიფო სახსრების დატაცების ბრალდებით.


ასლან აბაშიძე 6 მაისს, მას შემდეგ გაემგზავრა რუსეთში, რაც საქართველოს ხელისუფლებისაგან ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ისინი აბაშიძის ექსტრადიციას არ მოითხოვდნენ.


თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ასლან აბაშიძესა და მის ოჯახის წევრებზე ხელშეუხებლობა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვრცელდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button