ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს შეხვდა

12 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მისი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა თავდაცვის მდივანს ჯეფრი ჰუნს.


შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ განიხილებოდა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრობლობის გააქტიურების საკითხები.


“ქართველებს სამხედრო საქმის სწავლა შესანიშნავად შეუძლიათ, უბრალოდ მათ ამისთვის სჭირდებათ პროფესიონალი ინსტრუქტორები. ქართველი ოფიცრები ასევე საჭიროებენ ინგლისურის კარგ ცოდნას ურთიერთობებში ენობრივი ბარიერების მოსახსნელად, ბრიტანელი სამხედროები ამ მიმართულებითაც დაგვეხმარებიან”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს თავდაცვის მინისტრს უკვე ჰყავს ერთი ბრიტანელი, სპეციალური მრჩეველი თავდაცვის საკითხებში.


ასევე, საქართველოში მომუშავე ბრიტანეთის სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი უკვე წრთვნის ქართულ ჯარს სამშვიდობო ოპერაციების წარმართვის კუთხით.


ამჟამად, კი ბრიტანელი და ქართველი სამხერდოები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ წრთვნებში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.  ერთობლივი სწავლება, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს, 17 ივლისამდე გაგრძელდება.

მსგავსი/Related

Back to top button