ახალი ამბები

ისრაელში ქართველი ებრაელები შოთა რუსთაველის ფრესკის განადგურებას აპროტესტებენ

ქართველმა ებრაელებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს ისრაელში, საბერძნეთის საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი აპროტესტებენ 3 ივლისს ჯვრის მონასტერში, რომელიც საბერძნეთის ეპარქიის დაქვემდებარებაში იმყოფება, შოთა რუსთაველის ფრესკის განადგურების ფაქტს. ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედი“ იუწყება.
 
დღესვე პროტესტის გამოხატვის მიზნით შეიკრიბნენ თბილისში მცხოვრები ებრაელებიც, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ქართველებს ფრესკის დაზიანების გამო.
 
რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში 3 ივლისს იქნა დაზიანებული დაუდგენელი პირის მიერ. საქართველო ისრაელის მთავრობისაგან ფაქტის გამოძიებას და დამნაშავის გამოვლენას ითხოვს.


 

მსგავსი/Related

Back to top button