ახალი ამბები

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოსახლეობამ პრეზიდენტისგან საჩუქარი მიიღო

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სოფელ თამარაშენში დღეს ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი დაურიგდა. ჰუმანიტარული ფქვილი და ზეთი მოსახლეობას ცხინვალის გავლით შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა ჩაუტანა.
 
ამჯერად რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებისათვის ოსურ მხარეს ხელი არ შეუშლია. 11 ივლისს ანალოგიური აქციის დროს, რომლის უსაფრთხოებაც რუსი სამშვიდობოების მიერ იყო გარანტირებული, ჰუმანიტარულ მისია ოსმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დააკავა, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა და მოსახლეობისთვის დარიგება მაინც მოხერხდა.

მსგავსი/Related

Back to top button