ახალი ამბები

სერგეი ივანოვი: რუსი სამშვიდობოები მანდატის მიხედვით მოქმედებენ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 12 ივლისს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოები თავიანთი მანდატის მიხედვით მოქმედებენ.


“რუსი სამშვიდობოები არ ემხრობიან არც ქართველებს, არც ოსებს, ისინი უბრალოდ თავიანთი მანდატის ფარგლებში მოქმედებენ, რომელსაც თავის დროზე სამივე მხარემ [რუსულმა, ქართულმა და ოსურმა] მოაწერა ხელი,“ აცხადებს “რია ნოვოსტი“ სერგეი ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


დღეს დილით პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოები “სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მათი მანდატის გადასინჯვის საკითხი დააყენა.

“მნიშვნელოვანია, აღიარებს თუ არა საქართველო თავის ხელმოწერებით დადასტურებულ თანხმობას გარკვეულ დოკუმენტებზე“, აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი მხედველობაში აქვს რა 2 ივნისს მიღწეული შეთანხმება შერეული კომისიის ფარგლებში, სადაც სამშვიდობოებისთვის ვერტმფრენების გადაცემაზეა საუბარი.
 

მსგავსი/Related

Back to top button