ახალი ამბები

სააკაშვილი ლონდონში გაემგზავრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან, თავდაცვის მდივანთან ჯეფრი ჰუნთან და ბრიტანეთის დედოფალთან ელიზაბეტ მეორესთან.


11 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში შექმნილი დაძაბული ვითარების მიუხედავად, ლონდონში მისი ვიზიტი არ გადაიდებოდა.


“საქართველოსთვის შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო მხარდაჭრას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამის გამო ენიჭება ლონდონში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა”, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button