ახალი ამბები

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი მოსკოვში გაემგზავრა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი 11 ივლისს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც იგი თავის რუს კოლეგასთან იგორ ივანოვთან ერთად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას განიხილავს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას 10 ივლისს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან.


“ჩვენ ხშირი კონტაქტები გვაქვს ჩვენს კოლეგებთან რუსეთში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაძაბულობის შემსუბუქების თაობაზე. ასევე ხშირი კონტაქტები გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც“, დასძინა სააკაშვილმა.


 

მსგავსი/Related

Back to top button