ახალი ამბები

მოსკოვი ეუთოს სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში “უმოქმედობაში“ ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ეუთო “უმოქმედობაში“ და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის მიზეზების არაობიექტურ შეფასებაში დაადანაშაულა.


90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეუთო კონფლიქტის მოგვარების საქმეში ყველაზე აქტიურად იყო ჩართული. 


სოლომონ პასიმ, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და ამავდროულად ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 8 ივლისს შეშფოთება გამოხატა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენების გამო და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას კონფლიქტის ზონაში დაკავებული ქართველი სამშვიდობოების დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით ქართველი სამშვიდობოები გაათავისუფლეს.


ასევე საკუთარი პოზიცია, რომელიც გმობს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, სპეციალური რეზოლუციის მიღებით გამოხატა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 9 ივლისს. 
 

მსგავსი/Related

Back to top button