ახალი ამბები

აშშ-ს ელჩი კონფლიქტის მოგვარებას მოლაპარაკების გზით მიიჩნევს სწორად

აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსი ე.წ  სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდა. იგი ამ მიზნით დღეს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას შეხვდა.


“ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ამ მიზნით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის წარმომადგენლის ლევ მირონოვის თბილისში ჩამოსვლა და მოლაპარაკებების დაწყება“, განაცხადა რიჩარდ მაილსმა ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო საკითხთა ელჩი ლევ მირონოვი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით თბილისში დღეს ჩამოვა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.  



 

მსგავსი/Related

Back to top button