
ახალი ამბები
სააკაშვილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან
პრეზიდენტ სააკაშვილს 9 ივლისს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების გარდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული კრიზისის მოგვარების გზებზეც ისაუბრეს.