ახალი ამბები

მძევლად აყვანილი ქართველ მშვიდობისმყოფელთა ნაწილი გაანთავისუფლეს

ოსურმა მხარემ დღეს 13:50 წუთზე მძევლობიდან გაანთავისუფლა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ნაწილი. ამ დროისათვის განთავისუფლებულია 31 მძევალი, ისინი უკვე გადმოიყვანეს ტყვიავის საგუშაგოზე. მძევლობაში რჩება 19 ჯარისკაცი. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” კონფლიქტის ზონაში მყოფმა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თრაგამაძემ აცნობა.
 
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, იგი თავად გაარკვევს ვითარებას. “პირადად მე შევხვდები ოსური მხარის წარმომადგენლებს და გავარკვევ, თუ რატომ დაიტოვეს 19 მძევალი, როცა მოლაპარაკებების მიხედვით ყველა მათგანი უნდა გაენთავისუფლებინათ”,  განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
 
8 ივლისს გამთენიისას ოსმა შეიარაღებულმა პირებმა 50 ქართველი სამშვიდობო მძევლად აიყვანეს.


 

Back to top button