
ახალი ამბები
ე.წ სამხრეთ ოსეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა
ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, ქართულ სოფლებს ქურთასა და თამარაშენს შორის განლაგებულ ქართულ საგუშაგოზე 8 ივლისს მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა.
ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს საშუალო დონის, ხოლო ორ ჯარისკაცს მსუბუქი ტიპის ჭრილობა აქვს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ე.წ სამხრეთ ოსეთის მხარე კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობს.