
ახალი ამბები
ქართულ საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ინფორმაციით, დღეს რამდენიმე საათის წინ ოსური მხარის მხრიდან შეიარაღებული თავდასხმა მოხდა სოფელ თამარაშენსა და ქურთას შორის განთავსებულ ქართულ საგოშაგოზე.
ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის ინციდენტის შედეგად არის თუ არა მსხვერპლი.
“ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, ქართული მხარე არ დაუშვებს შეიარაღებულ დაპირისპირებას“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღეს სხვადასხვა ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე.
გავრცელებული ინფორმაციით ზურაბ ჟვანია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სწორედ სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარების გაცნობის მიზნით ხვდება.