ახალი ამბები

საქართველოსა და ირანის პრეზიდენტები თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

ირანში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ირანელმა კოლეგამ მოჰამედ ჰათამიმ ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობა, კერძოდ ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში.


შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საუბრისას ირანის პრეზიდენტმა დადებითი შეფასება მისცა თეირანისა და თბილისს შორის თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიმართულ საქმიანობას, თუმცა მას არასაკმარისი უწოდა.


ირანის საინფორმაციო სააგენტო “ირნას“ ცნობით, ირანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა.


თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ირანის თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში კიდევ უფრო გაღრმავდება.


საქართველოს პრეზიდენტი ირანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 6 ივლისს ჩავიდა. 

Back to top button