ახალი ამბები

პრეზიდენტმა სახალხო დამცველის კანდიდატურა მოიწონა

სავარაუდოდ ერთ კვირაში საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ეყოლება. თითქმის ერთი წლის მანძილზე ვაკანტურ ომბუდსმენის პოსტს არასამთვარობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი სოზარ სუბელიანი დაიკავებს.


მისი კანდიდატურა, რომელიც თავდაპირველად ადამინის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ დაასახელა, დღეს მესამე სექტორთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიწონა. სწორედ მისი პრეროგატივაა სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენა.

Back to top button