
ახალი ამბები
აფხაზები ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე სააკაშვილის განცხადებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ
“აფხაზეთს არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს ტერიოტორიულ მთლიანობასთან, სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი სივრციდან აფხაზეთი საქართველოს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გამოეყო“, ასეთი აზრი გამოთქვა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ასტამურ ტანიამ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 5 ივლისს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
ასტამურ ტანიას თქმით, აფხაზეთმა უკვე განსაზღვრა საკუთარი პოლიტიკური სტატუსი.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით ხელისუფლება აფხაზეთს ორ-სამ წელიწადში დაიბრუნებს.
“ჩვენ ვიცით და ილუზია არ გაგვაჩნია, რომ აფხაზეთს ჯერ ვერ დავიბრუნებთ, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთებას ორ-სამ წელიწადში მოვახერხებთ“, დასძინა პრეზიდნეტმა 5 ივლისს.