ახალი ამბები

ოსური ტელევიზიის ეთერით ქართულენოვანი გადაცემა გავიდა

4 ივლისს ცხინვალის რეგიონში მოქმედ ადგილობრივი ოსური ტელევიზიის ეთერით ქართულენოვანი გადაცემა “აზრი“ გავიდა. ქართულენოვანი ანალიტიკური გადაცემა, რომელსაც ოსი ჟურნალისტები ამზადებენ, ყოველ კვირას გავა ეთერში.
 
პირველი გადაცემა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის  ხელისუფლების მიერ დაკავებული უშიშროების სამინისტროს სამი თანამშრომლის გათავისუფლებას მიეძღვნა.
 
ასევე გადაცემაში იყო ასახული, თუ როგორ ებრძვიან ერთობლივად ქართველი და ოსი ეროვნების სამართალდამცავები რეგიონში  კონტრაბანდას. გადაცემის ბოლო ნაწილი კი ქართულ-ოსური შერეული ქორწინების თემას მიეძღვნა.


ბოლო წლებში ქართულ-ოსური კონფლიქტის გამო ცხინვალის რეგიონში ქართულ ენაზე მაუწყებლობა შეწყვეტილი იყო. 


დაახლოებით ორი თვის წინ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით სახელმწიფო რადიომ ოსურ ენაზე გადაცემების მაუწყებლობა დაიწყო. 
 

Back to top button