
ახალი ამბები
პრეზიდენტი სააკაშვილი ირანში მიემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება.
7 ივლისს პრეზიდენტი სააკაშვილი ირანის პრეზიდენტ მოჰამედ ჰათამს შეხვდება. ასევე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვდერები ირანის პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. განხილული იქნება საქართველო-ირანს შორის თანამშრომლობის საკითხები.
ვიზიტის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი ირანის ერთ-ერთ პროვინციას – ფერეიდანს ეწვევა და იქ მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრას გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტი თბილისში 9 ივლისს დაბრუნდება.