ახალი ამბები

ევროკავშირის კომისარი საქართველოში ჩამოვიდა

ევროკავშირის ახლადდანიშნული კომისარი სლოვაკიიდან იანოშ პოტოშნიკი 5-6 ივლისს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს საქართველოდან იწყებს.


ევროკავშირის კომისარი საქართველოს ხელმძღვანელობასთან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის დეტალებს განიხილავს.


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 14 ივნისს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის დროს მხარი დაუჭირეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩართვას ევროპის სამეზობლო ინიციატივაში, რომელიც წევრ ქვეყნებს ევროკავშირთან პრივილიგირებულ ურთიერთობებს სთავაზობს.


ვიზიტის ფარგლებში იანოშ პოტოშნიკი შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროპის კომისარი სპეციალურ დოკუმენტს მოამზადებს საქართველოს შესახებ, რომელიც გახდება საფუძველი იმ სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის, რომლის განხორციელებაც აუცილებელია ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვებისთვის. 


 

Back to top button