
ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს უშიშროების თანამშრომლები გაათავისუფლეს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 3 ივლისს საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამი თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის ირინა გაგლოევას სიტყვებზე დაყრდნობით.
უშიშროების სამი თანამშრომელი ცხინვალის რეგიონში 28 ივლისს დააკავეს.
ქართული მხარე უარს აცხადებდა ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, სანამ არ გაათავისუფლებდნენ საქართველოს უშიშროების თანამშრომლებს.
თუმცა, გაგლოევას განცხადებით, გათავისუფლებას “არაფერი ჰქონდა საერთო ქართული მხარის მოთხოვნასთან”. იგი აქვე დასძენს, რომ “ეს უბრალოდ კეთილი ნების გამოხატულება იყო“.