ახალი ამბები

საქართველო და რუსეთი სავიზო რეჟიმს ამარტივებენ

“საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები მოსკოვში 3 ივლისს გამართული შეხვედრის დროს ორ ქვეყანას შორის არსებული სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე შეთანხმდნენ“, განუცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს.


ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ცალმხრივად გაამარტივებდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს  და იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი საპასუხო ღომისძიებებს განახორციელებდა.


შედეგად, ქართველ და რუს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აეროპორტში ჩასვლისთანავე ადგილზე აიღონ ვიზები.


გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული სიტუაცია.

Back to top button