We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ევროპის კომისია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის 4.65 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროპის კომისიამ 2 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის 4.65 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. ეს თანხა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას და საკანონმდებლო სისტემის გაძლიერებას მოხმარდება.


ევროპის კომისიის მიერ 2 ივლისს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ თანხა ძირითადად იუსტიციის სამინისტროში რეფორმების განხორციელებას და ასევე პენიტენციალური, საპარლამენტო და საარჩევნო სისტემების რეფორმირებას მოხმარდება.


ევროპის კომისიის პრესსამსახურის ცნობით, ამ თანხის გამოყოფით კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს თავის მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი. 

Back to top button