ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს სესიას ესწრება

3 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შოტლანდიაში, კერძოდ კი ედინბურგში გაემგზავრა, სადაც იგი ეუთოში მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციის წევრ დეპუტატებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-13 სესიის მუშაობაში.


ყოველწლიური სესია 5-9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და ძირითადად ევროპის უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება. ასევე განხილულ იქნება  ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის პარლამენტთშორისი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის და ამავდროულად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით თბილისში სესიის დახურვის შემდეგ დაბრუნდება.

Back to top button