ახალი ამბები

სააკაშვილი საქართველოში მოსკოვის მერის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ გამოდის

დღეს რუსული საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასში” გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს პერსონალური ფინანსურ-ეკონომიკური ინტერესები აქვს საქართველოში.


ლუჟკოვმა ცოტა ხნის წინ აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი გაგრაში რიგი დასასვენებელი სახლები შეიძინა და რუსეთის მოქალაქეებს მის მფლობელობაში არსებულ სანატორიუმებში დასვენებისკენ მოუწოდა.


მოსკოვის მერს, მისი მეგობრის ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, აჭარაშიც ჰქონდა ფინანსური ინტერესები და შავი ზღვის სანაპიროზე გარკვეული ქონების მფლობელიც იყო.


“როგორც ჩანს ლუჟკოვმა აჭარაში მიღებულ გაკვეთილზე ვერ ისწავლა, ვაცხადებ, რომ მისი ეკონომიკური ინტერესების კონფისკაციას მოვახდენთ როგორც აჭარაში, ასევე აფხაზეთშიც”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსკოვის მერის მისამართით.


 

Back to top button