ახალი ამბები

საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო უახლოეს დღეებში ცალმხრივად გაამარტივებს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის.


“თებერვალში ბატონ პუტინთან [რუსეთის პრეზიდენტი] შეხვედრის დროს ჩვენ შევთანხმდით სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. თუმცა, მას შემდეგ არანაირი წინსვლა არ ყოფილა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვში 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.


“ამიტომაც ქართულმა მხარემ გადაწყვიტა ცალმხრივად გაამარტივოს სავიზო რეჟიმი აეროპორტებში, რათა მოიზიდოს რუსი ტურისტები საქართველოში“, დასძინა სააკაშვილმა.


მისი თქმით, საქართველოს ეს გადაწყვეტილება “სწორია”, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი საპასუხო ღონისძიებებს არ განახორციელებს და თავის მხრივ არ გაამარტივებს სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

Back to top button