
ახალი ამბები
მოსკოვი თბილისს სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებების შეფერხებაში ადანაშაულებს
1 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული მხარე შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობის შეფერხებაში დაადანაშაულა.
ქართულმა მხარემ უარი განაცხადა შერეული საკონტროლო კომისიის 30 ივნისს მოსკოვში დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობაზე, სანამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამ თანამშრომელს არ გაათავისუფლებდა.
“მოსკოვი [ქართული მხარის] ამ პოზიციას არაკონსტრუქციულად მიიჩნევს. იგი ეწინააღმდეგება თბილისის ვალდებულებას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი პოლიტიკური დიალოგის გზით მოაგვაროს“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსკოვმა თბილისს კონფლიქტის ზონაში “უკიდურესად დაძაბული ვითარების შესამსუბუქებლად“ მოლარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.